შენ დაწერე, არა შენ, იქნებ შენ.....
ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც presage.tv-ში წერას ყველა გაურბის...
თემაა მტკივნეული და ტაბუდადებულიც...
როდესაც სათქმელი ბევრია, მაგრამ თავს ვერ უყრი, არ იცი საიდან დაიწყო და რა დაწერო....
იცი მხოლოდ ის, რომ მეგობარზე ამიერიდან მხოლოდ წარსულში უნდა ისაუბრო...
ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო. ორ პატარა ოთახში... ორიოდე კომპიუტერით და ერთი კამერით...
საქმის სიყვარულით თეთრად გათენებული ბევრი ღამე, იმისთვის, რომ შექმნილიყო ის, რაც შეიქმნა, გარღვეულიყო ჩაკეტილი და მოჯადოებული მედიასივრცე.
იყო დამწყები ჟურნალისტების უამრავი შეკითხვა - ვინ ჩაეწერათ, რა შეკითხვა დაესვათ, როგორ აეწყოთ სტატია, სიუჟეტი თუ სინქრონ-გადაფარვა... და უკვე გამოცდილი ჟურნალისტებისაც, რომლებმაც ბედი ბეჭდურის შემდეგ ონლაინ და ტელე მედიაში სცადეს.
შეკითხვებზე დაუზარებლად პასუხობდა. ერთდროულად ჟურნალისტიც იყო, ოპერატორიც, მემონტაჟეც, მძღოლიც და საიტის ადმინისტრატორიც...
შემდეგ იყო დევნილი რედაქტორი და ჟურნალისტი....
წყენას არასოდეს იმახსოვრებდა...
ტკივილზე არასოდეს დაუჩივლია. უკვე მძიმე ავადმყოფსაც....
ალბათ ამიტომაც, მოულოდნელი იყო მისი წასვლა. მოულოდნელი და მტკივნეული, რადგან ადამიანებმა, ვისაც ყოველთვის გვეხმარებოდა ვერ შევძელით მისი დახმარება...
გოჩა ჯელიას პანაშვიდები: 16, 17 თებერვალს,15:00 საათზე.
დაკრძალვა: შაბათს, 18 თებერვალს, 14:00 სათზე.
მისამართი: შატბერაშვილის N44