თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაძლოა, დამატებითი ფართი გამოეყოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაძლოა, დამატებითი ფართი გამოეყოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაძლოა დამატებითი ფართი გამოეყოს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლოში შეტანილია უამრავი საქმე, რასაც არსებული რესურსი არ ჰყოფნის. მისი თქმით, მომავალი წლიდან საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობის 100 მოსამართლით გაზრდა იგეგმება.

"უკვე მქონდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა, სამინისტროს მივმართეთ ოფიციალური წერილით და ვთხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დამატებითი შენობის ან ფართის გამოყოფის შესახებ. სასამართლო დარბაზების სიმცირე აჭიანურებს სასამართლო პროცესებს. ასევე მივმართეთ და და დავიწყეთ მუშაობა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრის კუთხითაც. ერთ წელში ინტენსიურად დავიწყებთ მოსამართლეთა რიცხვის გაზრდას 100-მდე მოსამართლით. სრულად შეივსება მოსამართლეთა 34 ვაკანტური ადგილი მოსამართლეების, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაშია", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.