”საიას” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის გიორგი გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის ბრძნაბულების გამოცემამდე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქედ ითვლება.
მისი თქმით, მოქალაქეობის გაუქმების შემდეგ, სააკაშვილს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება ეზღუდება.
„როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ეს წარმოდგენს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. ამ საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელიც უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს და შემდგომ პრეზიდენტი, ბრძალებულებით ასეთ ადამიანს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, მას ართმევს საქართველოს მოქალაქეობას“, - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება სხვა ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში, თუ მას ქვეყნის წინაშე რაიმე დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მომდინარეობს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქალაქედ ითვლება, სანამ პრეზიდენტის ბრძენებულება არ იარსებებს.
"კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი ვერ დააფუძნებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიას, ვერ იქნება საქართველოს პოლიტიკური პარტიის წევრი და ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმიანობაში, შესაბამისად ის უნდა გადადგეს „ნაციონალური მოძრაობაში“ დაკავებული თანამდებობიდან“, - აღნიშნა გოცირიძემ.