ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი კანონის შესაბამისად გადაწყდება.
"მასთან მიმართებაში იმას ვფიქრობ, რასაც თავად - თავის თავზე მიხეილ სააკაშვილი. მან გამოაცხადა, საქართველოში ჩემი ადგილი მხოლოდ მატროსოვზეა 6 კვადრატულ მეტრშიო. მან თავისი სამყოფელის ზუსტი შეფასება გააკეთა", - განუცხადა ჟურნალიტებს სუბარმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებში სუს-ის თანამშრომლები ჩადიან და ამის გამო ერთი თანამშრომელი დაკავებულია, სუბარის თქმით, სააკაშვილის ზღაპრების დიდად არ სჯერა.
"როდესაც ციურიხში ჩავედი ვახტანგ კომახიძესთან შესახვედრად, ციურიხის პოლიციამ კუდ-ის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც შემოსული იყვნენ სასტუმროში იმისთვის, რომ ჩაეწერათ ჩემი, კომახიძისა და არჩილ კბილაშვილის საუბარი. ისინი ისხდნენ ციხეში და ეს იყო კუდ-ის მუშაობის შედეგი. სუს-ის თანამშრმელი სად არის გაგზავნილი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არც მე, არც კომახიძე, არც კბილაშვილი არ ვიყავით დამნაშავე და ძებნილი, განსხვავებით სააკაშვილისგან", - -აღნიშნა სოზარ სუბარმა.