"დამოკლეს მახვილი" და დაკეტილი იუსტიციის სახლი- პასუხი წულუკიანს

იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ კიევში ვაშაძის გახსნილი იუსტიციის სახლი დაიხურა, "პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში გიორგი ვაშაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ უკრაინაში იუსტიციის სახლი არ გახსნილა, დროებით მუშაობდა სერვის ცენტრი, სადაც პილოტირება მიდიოდა. ვაშაძე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობსი ჩამორთმევასაც შეეხო, რაზეც გუშიონ თეა წულუკიანმა ასეთი განცხადება გააკეთა-" ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ"

"ჯერ ერთი იუსტიციის სახლი უკრაინაში არ გახსნილა და ეს არავის არასდროს უთქვამს. გაიხსნა სერვის ცენტრი, სადაც პილოტირება მიდიოდა გარკვეული სერვისების, ეს იყო დროებითი სერვის ცენტრი და სიმართლე გითხრათ, შემრცხვებოდა მის ადგილზე. წარუმატებელი რომ იყოს ჩვენი იქ მუშაობა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე არ დაინიშნებოდა. მან კიდევ ბევრი აბსურდი თქვა- მიხეილ სააკაშვილი გააგდეს კიევიდან და მთელი სისულელეები. ასე, რომ სიმართლე გითხრათ, შემეცოდა გუშინ თეა წულუკიანი, ეს ბოღმა მას უკვე აშკარად ახრჩობს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პრეზიდენტის ბრძანებულებაა იმისთვის საჭირო, რომ გაუუქმდეს მას საქართველოს მოქალაქეობა, ეს მათი გადასაწტყვეტია და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამას დრო გვიჩვენებს." განაცხადა გიორგი ვაშაძემ "პირველ რადიოსთან" გაკეთებულ კომენტარში იუსტიციის მინისტრის საპასუხოდ.