იმედი მაქვს, სააკაშვილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს

იმედი მაქვს, სააკაშვილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს

მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნას ვულოცავ, მაგრამ ამას ოდესელებს ვერ მივულოცავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძე აცხადებს, რომ უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობს.

"უკრაინელი ხალხი ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული მოკავშირეა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის უკრაინელების ბედი. ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი, რომელიც უღელად ედგა ქართველ ხალხს და მოვიშორეთ, ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი გაერკვევა, რა სჭირდებათ მათ და სააკაშილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს" - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.