ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

2-3 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, ესტონეთის პრეზიდენტს შეხვედრები ექნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრტან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მისივე თქმით, ბოლოს ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს 2011 წელს ეწვია და ახლა ოთხი წლის შემდეგ ტოომას ჰენდრიკ ილვესი ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი.

"ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ესტონეთთან არის იდეალური. ესტონეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ერვოატლანტიკური მისწრაფებები თუ სხვა ეკონომიკური საკითხები, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი", - განაცხადა კერესელიძემ.