მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ბედი ახლა ოდესაში წყდება

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ბედი ახლა ოდესაში წყდება

უკრაინის ბედი პირველ რიგში ახლა ოდესაში წყდება, - ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების არჩევა ღია კონკურსის შედეგად მოხდება. 

"მე არც ერთ ფინანსურ ჯგუფთან და პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ მაქვს. საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოვაცხადებ კონკურსს. იმედია, მოწესრიგებული ადამიანები შეირჩევა. რა თქმა უნდა, სასურველია ისინი ადგილობრივები იყვნენ" , - აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა. 

სააკაშვილის თქმით, მისი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იქნება ოდესელებმა იამაყონ და ოდესა მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებისათვის მიმზიდველი ადგილი იყოს, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც. 

"ქალაქს მხოლოდ ასე შეუძლია სარგებლის მიღება. ტურისტული ბიზნესი მე უკვე პრაქტიკაში განვახორციელე საქართველოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ", - აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა. 
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად 30 მაისს დანიშნა.