შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით,

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ

სამეგრელოს რეგიონის სამ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხმების უმრავლესობით კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ გაბისონია ლიდერობს. მან 410 ხმა მიიღო, რაც 57,02%-ს შეადგენს, მისმა ოპონენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მან 305 ხმა მიიღო, რაც 42,42%-ია. "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატ ბაჩუკი ნაროუშვილს კი, წინასწარი მონაცემებით, არც ერთი ხმა არ მიუღია.
 

სენაკის მაჟორიტარულ ოლქში 470 ხმით კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლიდერობს - 49,16%. დამოუკიდებელმა კანდიდატმა კაპიტონ ტორჩინავამ 225 ხმა მიიღო, რაც 23,54%-ია.

"თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს ემალ ყურაშვილს 170 ხმა აქვს, რაც 17, 78%-ია. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ხვიჩა სანაიას, მან ხმების 9, 52% მიიღო, რაც 91 ხმაა.