თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, შეხვედრა დღეს, ბრიუსელში გაიმართება. თუ რა საკითხებს განიხილავენ, ჯერჯერობით უცნობია. თავდაცვის მინისტრის რანგში ეს თინა ხიდაშელის პირველი ვიზიტი იქნება ნატო-ს შტაბ-ბინაში.