ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ამ თანამდებობას დათანხმებოდა.
"საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი", - განუცხადა ჟურნალისტებს სააკაშვილმა.
მისი თქმით, აპირებს ადმინისტრაციის შენობაში ურნა განათავსოს პირადად მის სახელზე მოქალაქეთა მიმართვებისთვის და განახორციელოს საოლქო ადმინისტრაციის ვებგვერდის მოდერნიზება. სააკაშვილი ასევე, აპირებს რეგიონის ხელმძღვანელობა მთლიანად განაახლოს.