თეა წულუკიანი:   სააკაშვილმა კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს

თეა წულუკიანი: სააკაშვილმა კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს

კიევში სააკაშვილმა უბრალოდ ვერ ივარგა და ის გაუშვეს ოდესაში, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის კვირაში" განაცხადა.

წულუკიანის თქმით, უკრაინაში ვიზიტისას მან ნახა, რომ უკრაინელი ხალხი იმედგაცრუებულია ქართველი სახელმწიფო მოხელეებით. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან გაიმართა, გია გეწაძე მე-6 მოადგილის სტატუსით ესწრებოდა, თუმცა, მისი ხმა არ გაუგია და არ იცის, რას აკეთებს იგი. ასევე გეწაძემ გულისტკივილი გამოთქვა ქართულ დელეგაციასთან იმის გამო, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ დაელაპარაკა.

"გეწაძე ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა როგორც პეტრენკოს მეექვსე მოადგილე. თუ სწორად მივხვდი, მას აბარია პროტოკოლი და საერთაშორისო ურთიერთობები და არა ის რეფორმები, რომელსაც პეტრენკოს სხვა მოადგილეები საკმაოდ წარმატებით უძღვებიან. პირადი საუბარი ჩვენ არ გვქონია და არც არაფერი მაქვს მასთან სასაუბრო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს ყიდიან როგორც ექსპერტებად და რეფორმებად და რაც არ უნდა აღიზიანებდეს პირადად, "პროტოკოლის ხელმძღვანელი გეწაძე", მან შეინარჩუნა ის, რაც ევალება, რომ შეენარჩუნებინა და გაეუმჯობესებინა ურთიერთობა მასსა და უკრაინელ კოლეგას შორის.

"ამ ურთიერთობაში მისი ვალი იყო, თავისივე მთავრობის მიერ დაქირავებულ ექსპერტებზე არ ყოფილიყო მასთან საუბარი, მაგრამ მე მქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრები მედიასთან, ხალხთან, რომლებიც არიან იმედგაცრუებული. ისინი სვამენ კითხვას, "სააკაშვილი, კაცი რომელიც არის "ვეზდე", რას აკეთებს, როდის დაიწყება რეფორმები?!@ბატონმა ვაშაძემ ზარ-ზეიმით გახსნა იუსტიციის სახლი, რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროს რატომღაც ვერ ვნახე, როგორც ჩანს, წარმატებული უკრაინელებისთვის ვერ არის. ისიც კი მითხრეს უკრაინელებმა, რომ ეს ერთადერთი იუსტიციის სახლი დახურულა და აღარ არსებობს. არადა უკრაინას სჭირდება მართლაც აქტიური და უანგარო ხალხი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.