„სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია“

„სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია“

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურებზე გააკეთა კომენტარი.

„პროცედურა არის შემდეგი - ჩვენ ან ჩვენით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური დამოწმებული ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის, რის საფუძველზეც დაიწყება ოფიციალურად მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად სააკაშვილი დღეს მოქალაქეა, თუმცა ფაქტობრივად მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის. სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნით ის მოარიდეს კიევს. რადგან სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ჩვენთვის მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი, სამართლებრივად ამოწურულია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის ნაცვლად დათმო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.