თინა ხიდაშელი:   სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს

თინა ხიდაშელი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დონეცკის ოლქის მმართველად დანიშვნით გამოჩნდა, თუ რამდენად ერთგულია სააკაშვილი საქართველოსი.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს.

"ყველაზე კარგად მისი ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ გამოჩნდა. თუკი ვინმეს თეორიულად ეჭვი ეპარებოდა, ძალიან კარგად დაინახა, როგორი ერთგულია თავისი სამშობლოს მიმართ სააკაშვილი, რომელსაც არაფრად უღირს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.