პრეზიდენტი შს მინისტრს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობას უხდის

პრეზიდენტი შს მინისტრს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობას უხდის. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას , პროფესიული დღე ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებით მიულოცა.

"რთულ ვითარებაში, როდესაც კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო და თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით. მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.