ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენი ინტერესების დამცველი

ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენი ინტერესების დამცველი

მე, როგორც ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად მთავრობის მეთაური, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენი ინტერესების დამცველი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე.

"მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა, წარმატებები და გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად, ყოველთვის ვასწრებდეთ რამდენიმე ნაბიჯით კრიმინალს და ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც არღვევს ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ღირსებას, გისურვებთ, რომ ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის მუნდირი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში მიმდინარეობს. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.