აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბო ბაიდენის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გახდა. ბო ბაიდენს დელავერის შტატის გენერალური პროკურორის პოსტი ეკავა მაშინ, როდესაც მამამისი იგივე შტატს სენატში წარმოადგენდა.
ბოლო თვეების განმავლობაში კი ის იურიდიულ ფირმაში "Grant & Eisenhofer" მუშაობდა და 2016 წლის არჩევნებში დელავერის შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას.