"დიდი შვიდეულის" ქვეყნები მომდევნო სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით , თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
"დიდი შვიდეული" განიხილავს სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს. რუსეთი გააგრძელებს თავისი ქმედებებისთვის საფასურის გადახდას იმის გამო, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს", - აღნიშნა ერნესტმა. თუმცა, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი აცხადებს, 2015 წლის ბოლომდე მოსალოდნელია მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება.
"დიდი შვიდეულის" სამიტი 7-8 ივნისს ბავარიის ალპებში გაიმართება.