"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას დროებით ზურაბ ჭიაბერაშვილი შეასრულებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალა.

ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდზე წერს.

"დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალა. პარტიის წესდებით, ახალი აღმასრულებელი მდივნის არჩევამდე მის მოვალეობას სამდივნოს რომელმე წევრი ასრულებს. მადლობას ვეუბნები ჩემს თანამებრძოლებს, რომ ამ საპასუხისმგებლო პეროდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, ჩემდამი ნდობა გამოხატეს. ამასთან, 2 რამ მინდა განვმარტო:

1. ახალ აღმასრულებელ მდივანს პარტიის პოლიტიკური საბჭო 3 კვირაში აირჩევს მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურის მიხედვით;

2. მე არ ვაპირებ, კენჭი ვიყარო ამ თანამდებობაზე. მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოუერთდნენ და რომლებიც ჩვენი, პარტიის ძველი და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით, საერთო საქმეს წინ წაიყვანენ.

 

და მთავარი: ახლა მნიშვნელოვანი არა თანამდებობები, არამედ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა, უკომპრომისო კონსტიტუციური ბრძოლით. გჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევაჩერებთ ქვეყნის უკუსვლას, ხალხის გაღატაკებას და საქართველოს ამ კრიზისიდან გამოვიყვანთ. ეს ერთხელ უკვე გაგვიკეთებია! კიდევ გავაკეთებთ", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ზურაბ ჯაფარიძეს ეკავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პარტია სამ დეპუტატთან ერთად დატოვა.