"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის რეორგანიზაციის საკითხზე ისაუბრეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი პარტიის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხსაც შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო სამზადისი შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება. საუბარი პარტიის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხსაც შეეხო", _ აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმასა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.