გიორგი ვაშაძე:   სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია

გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს კომენტარებს ამ საკითხზე, რაც ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე.

"მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირება ამ საკითხზე", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. თავად სააკაშვილს კი, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არავისთვის მიუმართავს.

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.