საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ თავის პარტიას სახელი შეუცვალა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
პარტიას "კავშირი სახალხო მოძრაობა" ამიერიდან "რესპუბლიკელები" ერქმევა. აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრების 83-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფრანგეთში დებატები მოჰყვა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველა ფრანგი ადამიანი რესპუბლიკელია და სარკოზის პარტიისთვის ამ სახელის დარქმევა არასწორია.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, თითქმის 70 პროცენტი ფიქრობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება დაირქვას "რესპუბლიკელი".
მემარცხენეებმა სარკოზის პარტიის გეგმების შესახებ სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს. მათი თქმით, საფრანგეთის რევოლუციის წყალობით არა მხოლოდ სარკოზის პარტიის მხარდამჭერები, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქე რესპუბლიკელია. თუმცა, სასამართლომ "რესპუბლიკელების" ნებისმიერი პარტიისთვის დარქმევის აკრძალვის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნიკოლა სარკოზი სავარაუდოდ, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს.