უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, - ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი, მუსტაფა ნაიემი წერს. იგივე ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელით კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი, სერგეი ლეშენკოც. 

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარასკევს წარმატებით მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მიშა, ჩვენ გვინდა ახალი ბათუმი იქ", - წერს ლეშენკო "ტვიტერის" გვერდზე. 

სააკაშვილი პეტრო პოროშენკომ შესაძლოა, დღეს ოდესის გუბერნატორის პოსტზე წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, ცნობილია, რომ მისი კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.