ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათასამდე გაიზარდა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათასამდე გაიზარდა

ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება. 

ინდოეთის სამხრეთ რეგიონში - ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანას შტატებში დაღუპულია 1 979 ადამიანი. მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 400 ადამიანი დაიღუპა. 

რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ივნისის დასაწყისში კი ნალექიან ამინდს ელოდებიან.