აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს არ დაესწრება. ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწე ალი ჰასანოვი იტყობინება. მისივე თქმით, სამიტზე წაუსვლელობის მიზეზი პრეზიდენტის დატვირთული სამუშაო რეჟიმია, ვინაიდან აზერბაიჯანი ევროპის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში სომხეთი, საქართველო, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი მონაწილეობენ.
"ბიბისის" ინფორმაციით, ალიევის გარდა, სამიტს არ დაესწრებიან ბელორუსისა და სომხეთის ლიდერებიც.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ხვალ რიგაში გაიხსნება და ორ დღეს გაგრძელდება.