თენგიზ ფხალაძე ბელარუს სტუდენტებს შეხვდა

თენგიზ ფხალაძე ბელარუს სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს ბელარუსის „სახელმწიფო მმართველობის ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ურთიერთობას. ბელარუსი სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს გამოცდილებით რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ ევროპული ინტეგრაციის პროცესში  ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯებით.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. 

 

--