თბილისში ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეიმს გრიგორიანი დააყაჩაღეს. ინფორმაცია დაყაჩაღების შესახებ ჯეიმს გრიგორიანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და დაამატა, რომ ეს პირველი შემთხვევაა მის პრაქტიკაში, როცა თბილისში დააყაჩაღეს. რა ზარალი მიადგა მას ამ დროისათვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტის დაკითხვის შემდეგ გაირკვევა რა მუხლით აღძრავს საქმეს შსს. ჯეიმს გრიგორიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 1998 წლიდან მუშაობს. ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფია. მისი სტატიები და ფოტოები ქვეყნდება ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა The Los Angeles Times, The Wall Street Journal, BBC, National Geographic და სხვები.