თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშები გაფიცვას აგრძელებენ

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშები გაფიცვას აგრძელებენ

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშები გაფიცვას აგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მუშამ განუცხადა, დღეს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელფასების გაზრდის თაობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუშების ინფორმაციით, სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდია დამკვეთი და გადაწყვეტილებას იღებს ხელფასების თაობაზე. მუშების თქმით, თუ ხელფასები არ გაიზრდება, გაფიცვა გაგრძელდება.

მუშები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას მოითხოვენ. გაფიცულების განცხადებით, დღიური ხელფასი მხოლოდ 21 ლარს შეადგენს, რაც ლარის გაუფასურების შემდეგ არაფერში ყოფნით.