გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოდან
აცნობეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ხელმძღვანელის პოსტზე თამარ ბაგრატია წარუდგინა.
მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტებია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ახალი ნოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
თამარ ბაგრატიას დამთარებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობა; მაგისტრატურა - გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.
თამარ ბაგრატია სხვადასხვა დროს ჩართული იყო რამდენიმე პროექტში. არის ექსპერტი გენდერის საკითხებში.