კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესაქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს, დიპლომატიურ კორპუსსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.
გოძიაშვილი დღეს კომპანიის ოფისში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ემ ენ ჯორჯიაში" განუცხადეს, გოძიაშვილი იმ ფაქტებზე ისაუბრებს, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების წევრების მიერ ბიზნესში ჩარევა და რატომ და ვისგან ჰქონდა გიორგი გახარიას უფლებამოსილება გადაეწყვიტა, რომელი კომპანია იმუშავებდა და რომელი – არა. მათივე ცნობით, გოძიაშვილი ისაუბრებს, თუ როგორ ფუნქციონირებს მარგანეცის ბიზნესი დღეს შავი სქემით და როგორ ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი მოსახლეობა ამ სქემით. ასევე დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ არასამათავრობო ორგანიზაციებს მეტი ჩართულობის თხოვნით მიმართავს.
როგორც "ემ ენ ჯორჯიაში" აცხადებენ, კომპანია ითხოვს, "ემ ენ ჯორჯიას" ექსკლუზიური ხელშეკრულების გაგრძელებას, მას შემდეგ რაც, დღეს მომუშავე კომპანიებს ვადა ამოეწურებათ და ზარალის ანაზღაურებას.
გოძიაშვილი პრესკონფენციას 20 მაისს, 12:00 საათზე, "ემ ენ ჯორჯიას" ოფისში გამართავს.