ნინა სუბლატი

ნინა სუბლატი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებს

"ევროვიზიის" ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნინა სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე Wiener Stadthalle-ის სცენაზე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, საკონკურსო სიმღერით - Warrior.
პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და "დიდი ხუთეულის" (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.

ფინალი 23 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

საიუბილეო, ევროვიზიის მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს.