აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დემურ დიასამიძემ თანამშრომლებს გუშინ აცნობა. მანამდე ის ერთი თვით შვეულებაში იმყოფებოდა.
საკითხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დემურ დიასამიძე მისი გუნდის წევრია. არჩილ ხაბაძე დიასამიძის დაწინაურებასაც არ გამორიცხავს.
დემურ დიასამიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ერთი წლის წინ დაინიშნა. მანამდე ის ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.