სერგეი ლავროვი:     საფრანგეთმა რუსეთს

სერგეი ლავროვი: საფრანგეთმა რუსეთს "მისტრალის" თანხა უნდა დაუბრუნოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე ყირიმის თემა ერთხელაც არ უხსენებია. ამის შესახებ "რასიისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"არა მხოლოდ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე არ უხსენებია ყირიმის საკითხი ჯონ ქერის, არამედ არც ვლადიმერ პუტინთან და არც ჩემთან შეხვედრისას. დასკვნები თავად გამოიტანეთ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების მინისტრი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ საფრანგეთმა რუსეთს უკვე აშენებული "მისტრალის" კლასის ვერტმფრენმზიდისთვის თანხა უკან უნდა დაუბრუნოს. "დაგვიბრუნონ თანხა. ახლა, როგორც ხედავთ, ფრანგებმა უკვე დაიწყეს ვაჭრობა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.