ნატო-ს გენმდივანი რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ნატო-ს გენმდივანი რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვტისა, ალიანსი არ გეგმავს რუსეთთან კონტაქტის სრულად შეწყვეტას.

ნატო-სა და რუსეთს შორის პრაქტიკული პარტნიორობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეწყდა. ალიანსში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი დონბასში პრორუს მებრძოლებს ეხმარება, რასაც რუსეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს.