EurasiaNet:  ლგბტ უფლებების დაცვის დღემ დაადასტურა, რომ საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა

EurasiaNet: ლგბტ უფლებების დაცვის დღემ დაადასტურა, რომ საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოა

ცნობილი ინტერნეტგამოცემა საქართველოში 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებებზე წერს.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ ლგბტ აქტივისტების თბილისში რამდენიმე ჯგუფად შეიკრიბნენ, ძირითადად იმისათვის, რომ ხაზი გაესვათ იმ სანქციის მნიშვნელობისთვის,რაც  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს 2012 წელს ანტიჰომოფობიურ დემონსტრაციაზე მომხდარი შეტაკების გამო დააკისრა.

აქვე ნათქვამია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ძალადობის ნაკლებობა საქართველოში არის დასტური იმისა, რომ ეს არის ღირსეული, გამორჩეული საზოგადოების ცივილიზებული სახელმწიფო“. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების ერთი ჯგუფი ძველ ქალაქში შეიკრიბა. ისინი პოლიციის კორდონით იყვნენ გარშემორტყმულნი. მეორე ჯგუფი ვაჩნაძის ქუჩაზე შეგროვდა, სადაც 2012 წელს პოლიციამ ძლივს მოახერხა რამდენიმე ლგბტ-ს გადარჩენა.

ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ 12 მაისს სტრასბურგის სასამართლომ 33 500 ევროს გადახდა დააკისრა სახელმწიფოს იმის გამო, რომ მან 2012 წელს  ლგბტ უფლებების დაცვა ვერ მოახერხა.

„ისინი, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების სასარგებლოდ ეწევა აგიტაციას, აცხადებენ, რომ ევროკავშირი და მისი ლგბტ-ტოლერანტული პოლიტიკა  ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება  (მსგავსი არგუმენტი გაკეთდა სომხეთშიც)”, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, 17 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის, რამდენიმე მღვდელი, შეკრებილი იყო ევროკავშირისის ოფისის წინ თბილისში, მათ  ევროკავშირს ბრალი დასდეს "ჰომოსექსუალების პროპაგანდაში".

„აქტივისტების ქმედება სპონტანური და მშვიდობიანი იყო, ბევრი დებატი შედგა ონლაინ და ტელევიზიით”, - წერს გამოცემა.