პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა ხელობებს ეუფლებიან.
პროგრამა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა რეგიონულ ბიუროში მოქმედებს. პირობით მსჯავრდებულები საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაეუფლნენ: მეფილე–მომპირკეთებელის, ელექტრიკოსის, ავტოამანქანის სავალი ნაწილის, ტექნიკოსისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პროფესიებს.
2013 წელს პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა 548-მა, 2014 წელს კი 807-მა პრობაციონერმა გაიარა. წელს კი პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა უკვე 23-მა პრობაციონერმა გაიარა.
2013 წლიდან დღემდე პროფესიული მომზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამა სულ 1378-მა პირობით მსჯავრდებულმა გაიარა.