ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰაინც ფიშერმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
-