საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, რეგიონში უნიკალური მოთამაშე იყოს.
პრემიერის თქმით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილური გარემო, რაზეც ახალი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და ცდილობს ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა. ამ მხრივაც ჩვენმა ახალმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ, თუმცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცალკე საგნად ვაქციეთ. ამ მიამრთულებით პროგრესი გვაქვს. ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ამის დამადასტურებელია სხვადასხვა რეიტინგები. შევძელით შეგვექმნა საინტერესო ბიზნესგარემო. ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მეთხუთმეტე ადიგლი უჭირავს. წინა წლებთან შედარებით, შედეგები გვაქვს გაუმჯობესებული 10-დან 6 კატეგორიაში“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.