საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის გახსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს მთავრობის ბოლო ორი წლის მიღწევები გააცნო.
პრემიერის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულად მნიშნელოვანი რეგიონია, ამიტომ არა მხოლოდ ავსტრიას, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც უნიკალურ ბიზნესგარემოს სთავაზობს, რომელიც მისი მთავრობის პერიოდში უფრო დაცული გახდა.
"ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ ორ ქვეყანას, თუმცა უფრო უნდა გაღრმავდეს, განსაკუთრებით სავაჭრო-ემონომიკური ურთიერთობები. ამ სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ავსტრია არის მართლაც ევროპის ჰაბი და თქვენ მოიყვანეთ მაგალითები, თუ რამდენად ადვილია სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირება. მე შემიძლია იგივე გითხრათ საქართველოზე. ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ხიდი და ცენტრი, მე ვიტყოდი ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სტრატეგიულად ძალიან მნიშნელოვანი მდებარეობა, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ავსტრიას, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს უნიკალურ ბიზნესგარემოს. საქართველოში ბიზნესი აბსოლუტურად დაცულია. სასამართლოს განმტკიცების მიმართულებით არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია მთავრობისგან. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, იქნება ეს სოფლის მეურნეობის განვითარება, გარემოს და ბუნებრივი რესურსების უკეთ ათვისების მიმართულება, ეკონომიკის გაჯანსაღება. გასულ წელს გვქონდა 4,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც უპრეცენდენტო იყო რეგიონში, მითუმეტეს თუ მხედველობაში მივიღებთ იმ რთულ რეალობას, რომელიც წამროიქმნა ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში. ვგულისხმობ უკრაინა-რუსეთის კრიზისს და კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, ამის მიუხედავად, საქართველომ შეძლო მნიშნელოვანი წარმატებებისთვის მიეღწია. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა პირველ კვარტალში 3.2%-იანი ზრდა, თუმცა ჩვენი ვალუტაც ისევე გაუფასურდა, როგორც რეგიონში არსებული ვალუტები, არა მარტო რეგიონში, ევროპაშიც, თუმცა მოწოდებული ვართ, რომ წინსვლა გავაგრძელოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.