ავსტრიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

ავსტრიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერისა  და პირველი ლედის  მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა, ხოლო ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიის დელეგაციის წევრები გააცნო.

ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ავსტრიის  სახელმწიფო ჰიმნები.

დღეს ასევე საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტები ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი გიორგი მარგველაშვილის  მოწვევით საქართველოს  სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.