ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს მიმართავს. დოკუმენტს ხელს აწერენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა და საქართველოს პარლამენტის წევრი, ევრონესტის თანაპრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე.
როგორც განცხდებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ასამბლეა მოუთმენლად ელოდება კვირის ბოლოს რიგის სამიტის გამართვას.
"ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული საკმაოდ დიდი გამოწვევებისა, სამიტი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში. მადლობას გიხდით გულწრფელად მოწვევისთვის", - წერია განცხადებაში.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, მიმართავში ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყების და ავროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის თაობაზე.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი ევროკავშირის ლიდერებს უგზავნიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მთავრობების ლიდერებისადმი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმართვას, რომელიც 2015 წლის 13 მაისს მიიღეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 21-22 მაისს რიგაში გაიმართება.