აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად ანატოლი ხრულევი დაინიშნა

აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად ანატოლი ხრულევი დაინიშნა

რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ანატოლი ხრულევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსად დაინიშნა.

"გენერალური შტაბის" ახალი თავმჯდომარე დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დღეს ე.წ.თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ანუამ წარუდგინა. რაულ ხაჯიმბამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იმედს ამყარებს ანატოლი ხრულევის გამოცდილებაზე და ცოდნაზე, ხოლო თავდაცვის სფეროში აფხაზეთის ახალი ამოცანა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას უკავშირდება.

გენერალ-ლეიტენანტი ანატოპლი ხრულევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის 58-ე არმიის სარდალი იყო. ის აგვისტოს ომში დაიჭრა, როდესაც ქართული არმიის ქვედანაყოფებმა რუსულ კოლონაზე იერიში მიიტანეს.