ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში გაფორმდება.

"საქართველოში დღეს დაიწყება ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის ვიზიტი. ის შეხვდება პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, მათ შორის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროში. ასევე, იგეგმება საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის გამართვა", - განაცხადა კერესელიძემ

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ის საინტერესო სფეროები განიხილება, რომელშიც ავსტრიის მხარეს შეიძლება პოტენციური ინტერესი ჰქონდეს.