„სასტუმრო „Hilton”-ის გახსნა ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება“

„სასტუმრო „Hilton”-ის გახსნა ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება“

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, სასტუმრო "Hilton”-ის გახსნას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბათუმი  დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია და მას ყველა რესურსი აქვს იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი გახდეს.

„მოხარული ვარ, რომ ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ვზეიმობთ. ამ სასტუმროს გახსნა ნიშანია იმისა, რომ ნდობა და ინტერესი ბათუმის და საქართველოს მიმართ დღითიდღე იზრდება. ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლას, როგორიც „ჰილტონია“.  პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. მე მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით ამ პროექტის მფლობელებს და ინვესტორებს. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი მართლაც ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია და მას აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ გახდეს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის. წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ ბათუმში და ეს მართლაც მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  აჭარას მთლიანად აქვს პოტენციალი გახდეს ყველაზე წარმატებული რეგიონი ჩვენი საქართველოსი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა