"EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში რაც ხელშეკრულებები, გაფორმდა რა თქმა უნდა ნაყოფიერია"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის განცხადებით თბილისში ჩატარებული EBRD-ის ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა.

როგორც EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ირაკლი მანაგაძე ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, პირადად მისი აზრითაც, ღონიძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.

„მეც 1998 წლიდან EBRD-ის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვყოფილვარ, ძალიან ბევრ ქვეყნებში და უნდა ვთქვა, რომ ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა“, - განაცხადა მანაგაძემ.

მანაგაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, EBRD-ის საქმიანობაში და პროექტებში ის უშუალოდ არ არის ჩართული, თუმცა რამდენიმე გამოსვლას, პრეზენტაციებს დაესწრო და ზოგადი წარმოდგენა აქვს თუ რით არის EBRD საქართველოში დაკავებული.

„ის ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა რა თქმა უნდა ნაყოფიერია, როგორც უკვე ჩატარებუილი სამუშაოების ასევე მომავალში რაც უნდა გაკეთდეს, ამ თვალსაზრისით. როგორც ვიცი, რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა. არა პროექტზე, რომელზეც ახლა დაიწყება დაფინანსება, არამედ პერსპექტივაში რისი შესწავლა და დამუშავებაც მოხდება. პრესკონფერენციის დროს EBRD-ის პრეზიდენტს ცოტა პროვოლაციული კითხვა დაუსვეს. "ნენსკრა ჰესის" მშენებლობაში EBRD-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ შეკითხვა ასე იყო დასმული, რომ როგორ მოაწერა ხელშეკრულებას EBRD-მა ხელი, თუ ჯერ აუდიტი არ ჩაუტარებიაო, რაც სწორი ინფორმაცია არ იყო. EBRD-ის წარმომადგენელმა და პრეზიდენტმა გასცეს პასუხი ამაზე, რომ ჩვენ ვერთვებით პროცესში, ჯერ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, შემდეგ აუდიტსაც ჩავატარებთ და ალბათ თუ ყველაფერი კარგად განვითარდება, მონაწილეობასაც მივიღებთო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ისე EBRD -ის პრეზიდენტის გამოსვლისას გაჟღერდა, არის ის რომ EBRD-ი უკეთესი საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფაში ქვეყნებს დახმარებას გაუწევს და საქართველოს შემთხვევაში კონკრეტულად ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას, რომ საინვესტიციო საბჭო შეიქმნება, სადაც როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ისე მრჩევლები შევლენ უკეთესი კომუნიკაციით, რჩევებით, რეაგირებით. ამას EBRD ძალიან სერიოზულად უდგება, რომ ქვეყანას დაეხმაროს“, - აღნიშნა მანაგაძემ.