უკრაინის „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ რეკორდულად გაიზარდა

უკრაინის „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ რეკორდულად გაიზარდა

უკრაინის „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ დონე 2014 წელს 7 პროცენტით გაიზარდა და მშპ–ს 42%–ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 

ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ საკუთარი კვლევის საფუძველზე განაცხადა.

კვლევის შედეგების თანახმად, გასულ წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე უპრეცედენტოდ მაღალი იყო, რაც ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით, ფინანსური დესტაბილიზაციით, ეკონომიკური აგენტების პანიკური განწყობებითა და ადმინისტრაციული წნეხის გაძლიერებით აიხსნება.