მაკედონიაში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

მაკედონიაში პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის გადადგომას ითხოვენ. "ევრონიუსის" ცნობით, აქტივისტებმა დედაქალაქის ცენტრში კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
 

მასობრივი გამოსვლები მაკედონიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მინისტრები ხმების გაყალბების და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის შესახებ საუბრობენ. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს. 

დღეს სკოპიეში აქციის გამართვას პრემიერის მომხრეებიც აპირებენ. მაკედონიაში პოლიტიკური ვითარების გაუარესება გასულ კვირას ქალაქ კუმანოვოში ალბანელი მებრძოლების თავდასხმამაც განაპირობა, რა დროსაც პოლიციის ოფიცრები და 14 ალბანელი დაიღუპა.