დღეს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა. ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ჰაინც ფიშერი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული ფორმატში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის მეორე დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.