უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსი ჯარისკაცი დააკავეს

უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსი ჯარისკაცი დააკავეს

კრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჯარისკაცი დააკავეს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ. 

გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები სოფელ სჩასტიაში აიყვანეს. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალაც, რომელშიც ასახულია რუსი სამხედროების აღიარებითი ჩვენება, სადაც ამბობენ, რომ ისინი რუსეთის ქალაქ ტოლიატიდან ჩასული სერჟანეტები არიან. 

რუსეთი აღნიშნულს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ოფიციალური კიევი და დასავლეთი რუსეთს დონბაში საკუთარი სამხედროებისა და იარაღის გაგზავნაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს