რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან გაფიცული არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაფიცულემა მუშებმა აცნობეს, რუსთავის გზის მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს, რომელიც თითოეულ მუშას დღეში 20 ლარს უხდის. გაფიცულები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. 

"ხელშეკრულება გაგვიფორმდა იმ პირობებში, როდესაც დოლარი 1.65 ლარი ღირდა. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, ხელფასი დაგვრჩა იგივე. უკვე მესამედ ვიფიცებით თანხის გაზრდის მოთხოვნით. შეუძლებელია 20 ლარად ოჯახის შენახვა. იმედი გვაქვს, რომ ჩინელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კაპიკებად გვამუშავენებ, მთავრობა რამეს ეტყვის და მოგვემატემა დღიური შემოსავალი", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა. 

გაფიცვის მონაწილეები ამ დორისთვის რუსთავის გზატკეცილზე არიან შეკრებილი.